დისკლამაცია

ვებ-გვერდს წარმოგიდგენთ "Bison International B.V."

ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა მასალა (ტექსტები, სურათები, ხმოვანი მასალა და პროგრამები) დაცულია საავტორო უფლებით და გათვალისწინებულია პერსონალური, არაკომერციული მოხმარებისთვის. "ბიზონის" ვებ-გვერდის სტუმრებს ეკრძალებათ ვებ-გვერდზე განთავსებული, საავტორო უფლებით დაცული თუ სხვა მასალისა და ინფორმაციის გასაჯაროება და კოპირება "Bison International B.V."-ის თანხმობის გარეშე (ინფორმაციის გაზიარება არ არის ნებადართული არც საკუთარი ქსელით).

მიუხედავად მუდმივი ძალისხმევისა და ყურადღებისა, ვებ-გვერდთან დაკავშირებით, კომპანია არ იძლევა არანაირ გარანტიას ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე.

"ბიზონის" პროდუქციის გამოყენების რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, შემუშავებულია დეტალური კვლევების შედეგებისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით. მასალებისა და შეწებების ოპერაციების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, კომპანია პასუხს არ აგებს სამუშაოს შედეგებზე და/ან "ბიზონის" პროდუქციის გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე. მეორეს მხრივ, მოხარული ვართ, გავცეთ რეკომენდაციები.

ჩვენ არ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოგადგებათ საკონსულტაციოდ თქვენთვის სასურველი, ნებისმიერი მიზნით. ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციას, პროდუქციასა და მომსახურეობას გარანტიების (მათ შორის, ნაგულისხმევი გარანტიების) გარეშე ინფორმაციის სისწორესთან თუ პროდუქციისა და მომსახურეობის შესაბამისობასთან დაკავშირებით.

"Bison International B.V." არ აგებს პასუხს რაიმე სახის პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიანზე, რაც შეიძლება, მომდინარეობდეს "ბიზონის" ვებ-გვერდის სარგებლობიდან ან სარგებლობასთან დაკავშირებით ან გამოწვეული იყოს ვებ-გვერდზე განთავსებულ კონსულტაციაზე წვდომის (დროებითი) შეზღუდვით. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს პირდაპირ და არაპირდაპირ ზიანზე, რომელიც შეიძლება, გამოიწვიოს "ბიზონის" ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით სარგებლობამ.

თქვენს მიერ "ბიზონისთვის" მოწოდებული მონაცემები, რჩევები, იდეები და მასალა (ელ. ფოსტით ან ელექტრონული ფორმატით) ფაქტობრივად, არაკონფიდენციალურია და "Bison International B.V".-მ შეიძლება, გამოიყენოს ისინი თქვენი თანხმობის გარეშე. თქვენს მიერ "ბიზონისთვის" მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს სწორი და კანონიერი და არ უნდა არღვევდეს მესამე მხარის უფლებებს.

"ბიზონის" ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია (მათ შორის, სამართლებრივი ხასიათის ინფორმაცია) მუდმივად ივსება და ახლდება; მასში ცვლილებები შეიძლება, შევიდეს ნებისმიერ დროს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. ცვლილებები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. 



 




Change country
©2017 Bison International | დისკლამაცია
logo